პატენტების 5 წლიანი ლიცენზიები ნახაზების პროგრამულ ფაილებთან ერთად
შთამაგონებელი ძალა PATENTMARKET BIZ სახელი მეტყველებს შინაარსზე
ავტორიზაცია



 

პირობები გამომგონებლებისთვის


  ვებ-გვერდის ადმინისტრაცია უფლებას აძლევს გამომგონებლებს განათავსონ თავიანთი გამოგონებების პატენტები საიტზე პატენტმარკეტ. ბიზ. და გაყიდონ ის არა გენერალური, არამედ მარტივი ლიცენზიის სახით. 

  თუ ლიცენზიის გაცემა შესაძლებელია ონლაინ, საიტზე პატენტის განთავსება ხდება მხოლოდ საიტის ადმინისტრაციასთან შეთანხმების საფუძველზე.

  საიტი ხელს უწყობს ორ ერთმანეთისადმი დაინტერესებულ მხარეებს დაუკავშირდნენ ერთმანეთს და მიიღონ ურთიერთსარგებელი.

პატენტმფლობელი შეიძლება იყოს, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი.

შეთანხმების პროცესი მოიცავს:

- გამოგონების განხილვას.

- გამომგონებელთან მოლაპარაკებას.

- საიტზე განთავსებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებს და ვადებს.

გამოგონების საიტზე განთავსება ხდება ერთი წლის ვადით.

  გამოგონება ან სასარგებლო მოდელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: უნდა იყოს დარეგისტრირებული როგორც პატენტი, ან სასარგებლო მოდელი, იმ ქვეყნის საპატენტო უწყებაში, რომელთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ, (საქართველო, ამერიკა, კანადა, ევროკავშირის ქვეყნები, ჩინეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, თურქეთი, უკრაინა. ამ ქვეყნებიდან მინიმუმ სამ ქვეყანაში)

  პატენტის მფლობელი ერთი წლის ვადით გადასცემს პატენტს საიტს და აძლევს უფლებას გაყიდოს ის იმ თანხაში რაზეც მორიგდებიან საიტის ადმინისტრაცია და პატენტმფლობელი.

  პატენტის განთავსებისას პატენტი უნდა იყოს აქტიური მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში.

  ყოველი წლის შემდეგ პატენტმფლობელი ვალდებულია წარმოუდგინოს საიტს საპატენტო უწყებაში გადახდილი თავისი გამოგონების ძალაში შენარჩუნების საფასური.

  კონტრაქტის გაფორმებიდან  ერთი წლის განმავლობაში გამომგონებელს ეკრძალება გასხვისება საიტზე პატენტმარკეტ.ბიზ განთავსებული გამოგონების.

  გამომგონებელი წარმოადგენს ვიდეოს, თუ  რამდენად მუშაობს მისი გამოგონება. აქვს თუ არა დეფექტი. ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში პატენტი ვერ განთავსდება საიტზე. ამის შემდეგ, გამომგონებელი ელექტრონულად გადმოგვიგზავნის გამოგონებას სრული სახით: ფორმულა, რეფერატი, ვიდეოკლიპი, გადამოწმების შემდეგ პატენტი აიტვირთება სპეციალურ ველში.

პატენტმფლობელი რეგისტრირდება საიტზე,სადაც შეყავს პირადი ინფორმაცია უთითებს ID  ნომერს ფიზიკური პირის შემთხვევაში, საიდენფიკაციო  კოდს იურიდიული პირის შემთხვევაში.

ამის შემდეგ ეთანხმება საიტის ყველა პირობას. იხდის გამოგონების საიტზე განთავსების წლიურ თანხას 350 USD დოლარის ოდენობით  მითითებულ ანგარიშზე.

გამოგონება აიტვირთება საიტზე ერთი წლის ვადით.

გამოგონების გაყიდვის შემდეგ საიტი იტოვებს პატენტის ღირებულების 15 %.

 


რეგისტრაცია

გამოწერა სტუმრის წიგნი

 

© 2023 ყველა უფლება დაცულია

Write Close