პატენტების 5 წლიანი ლიცენზიები ნახაზების პროგრამულ ფაილებთან ერთად
შთამაგონებელი ძალა PATENTMARKET BIZ სახელი მეტყველებს შინაარსზე
ავტორიზაცია



წესები და პირობები

 

  როდესაც ჩვენი ვებსაიტის მოდულებითა და მომსახურებით სარგებლობთ, ინფორმაციის მიმოცვლა ხდება საიტსა და მომხმარებელს შორის.

 ეს გვერდი განკუთვნილია იმისათვის, რომ უკეთ გაიგოთ საიტის გამოყენების წესები.

   თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება, საიტზე პროდუქციის განთავსების და შეძენის პირობები საიტზე დარეგისტრირებით და/ან მმართველი კომპანიის მომსახურების გამოყენებით და/ან „ვეთანხმები პირობებს“ უჯრის (ან ნებისმიერი სხვა ფორმულირების) მონიშვნით თქვენ თანხმობას აცხადებთ წინამდებარე წესების სრულად და უპირობოდ დაცვაზე.

  აღნიშნული წესები ხდება თქვენსა და კომპანია patentmarket.biz შორის ურთიერთობის ფარგლებში სავალდებულოდ გათვალისწინებული და ენიჭება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული იურიდიული მნიშვნელობა.

  თქვენს მიერ გაცემულ და ჩვენს მიერ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით არსებულ პროცესთან და მის წესებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

  ნივთის დაბრუნების პროცესთან და მის წესებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ნივთის დაბრუნების პოლიტიკას.

  პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკის და ნივთის დაბრუნების პოლიტიკის მარეგულირებელი დოკუმენტები ამ წესებისა და მხარეთა შორის არსებული გარიგების განუყოფელი ნაწილია და მინიჭებული აქვს იდენტური სამართლებრივი სტატუსი.


 

პირობები ლიცენზიატისთვის

 

     აღნიშნული ვებგვერდი განკუთვნილია, პირველ რიგში სტარტაპერებისთვის.  ვებგვერდის საშუალებით, მყიდველს ეძლევა საშუალება მიიღოს პროდუქტის წარმოებაზე ლიცენზია, სწრაფად იაფად და მარტივად, გათვლილი დიდ, ან საშუალო წარმოებაზე.

  დიზაინის შეძენით მყიდველი იძენს ნახაზების რამდენიმე  პროგრამაში განხორციელებულ ვარიანტს და ხუთ წლიან მარტივ ლიცენზიას  ამ ნახაზების შედეგად მიღბული ნაწარმის წარმოება - რეალიზაციაზე.

  პატენტის უფლების მყიდველი უნდა იყოს დარეგისრირებული, როგორც გადასახადის გადამხდელი, მეწარმე.

  პატენტი მიწოდებულ იქნება: პროგრამული ნახაზების, ინსტრუქციის, სურათების და ვიდეოკლიპის სახით.

  ხელშეკრულების მხარეები არიან პატენტის განმკარგველი კომპანია პატენტმარკეტ.ბიზ შემდგომში ლიცენზიარი და პატენტის ლიცენზიის შემძენი შემდგომში ლიცენზიატი.

ლიცენზიის მყიდველს, ვადის გაგრძელება მოუწევს ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ.

მიაქციეთ ყურედღება, რომ ხელშეკრულება ძალაში შევა მხოლოდ ღირებულების სრულად გადახდის შემდეგ, რაც მითითებული იქნება ხელშეკრულებაში.


 

გამოყენების შეზღუდვები


  პატენტმფლობელის - ლიცენზიარის მხრიდან, მყიდველი ლიცენზიატი იღებს,  მხოლოდ  წარმოების  უფლებას. დიზაინში ცვლილებების შეტანის შემდეგ  მისი,  როგორც დიზაინის გაყიდვა, გაქირავება, გაჩუქება, განათხოვრება ლიცენზიატს ეკრძლება!

  ასეთი შემთხვევის დადგომა  ჯარიმის სახით ითვალისწინებს 50 000 დოლარის გადახდას,  როგორც ერთჯერად საურავს და გარდა ამისა, მხარეს დაეკისრება სასამართლო და საპროცესო ხარჯების სრულად ანაზღაურება ლიცენზიარის სასარგებლოდ.

  ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, ლიცენზიატი ვალდებულებას კისრულობს აცნობოს საიტის ადმინისტრაციას, პატენტის უფლების დარღვევის შესახებ,  ასეთის არსებობის შემთხვევაში. ასეთი ქმედებით  მხარე მნიშვნელოვნად ამცირებს არაკეთილსინდისიერ პირობებში განვითარებულ  კონკურენციას და  პატიოსანი მომხმარებლის ინტერესების დაცვას უწყობს ხელს.   

ყველა  პირველადი მყიდველისთვის ფასი ფიქსირებულია.

  ლიცენზიის შესყიდვის ფასები იცვლება ყოველი ახალი შესყიდვის შემდეგ,  წელიწადში ერთხელ და შეადგენს წინა შესყიდული ფასის ფასნამატის 50% -ს. ის ოდენობით. სწორედ აქედანაა განპირობებული თავდაპირველად ასეთი დაბალი ფასი.


 

ვებ გვერდზე რეგისტრაცია და პროდუქტის შეძენის ეტაპები


  ვებგვერდის გაცნობის შემდეგ, რაც მოიცავს  ვიდეოკლიპებს, პუბლიკაციებს, შემოთავაზებული პროდუქციის პატენტების დათვალიერებას, აუცილებელია, ზედმიწევნით წავიკითხოთ წესები.

  ვებგვერდზე რეგისტრირების დროს ივსება კომპანიის მონაცემები. კომპანიის სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი, ქვეყანა, ქალაქი, საფოსტო ინდექსი, ტელეფონი, მეილი, თარიღი ავტომატურად ფიქსირდება და ყიდვის შემთხვევაში სწორედ ამ თარიღის მიხედვით იწყება ათვლა თქვენი ლიცენზიის ხუთწლიანი ვადის. ეს თქვენი და ჩვენი ელექტრონული კონტრაქტია, რომელიც ხვდება საიტის ბაზაში. ის იქ იქნება მუდმივად. ესაა ოფიციალური საბუთი იმისა, რომ ნამდვილად ფლობთ ლიცენზიას განსაზღვრული დროით.

  ბაზა ხელმისაწვდომია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ნებისმიერ დროს და გჭირდებათ სასამართლო დავისთვის იმ კონკურენტებთან, რომლებიც ანალოგიურ პროდუქციას აწარმოებენ, ჩვენი ლიცენზიის გარეშე.

  თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ ეს ინფორმაცია, ბაზის საჯაროობიდან გამომდინარე, ნახოთ რამდენ კომპანიას აქვს ეს უფლება, რომელ რეგიონში ოპერირებენ და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში იმოქმედოთ რა თქმა უნდა ჩვენთან ერთად.  ჩვენი ვალდებულებაა წარვუდგინოთ  სასამართლოს ვალიდური ლიცენზია, სადაც მითითებული იქნება მისი მფლობელის ვინაობა.

  ბაზა ლიცენზიის ყოველ ახალ მყიდველს აძლევს საშუალებას განსაზღვროს კონკურენტების რაოდენობა იმ რეგიონში, სადაც თავად აპირებს სამეწარმეო საქმიანობის წამოწყებას, იმის მიხედვით თუ ვინ იყიდა რომელ რეგიონში ოპერირებს, და რამდენი ხნით ფლობს ლიცენზიას.

  მომხმარებელი ავსებს ელექტრონულ ხელშეკრულებას, ეთანხმება საიტის წესებს.  ელექტრონულ ხელშეკრულებაში მითითებული იქნება შესყიდვის ღირებულება.

ამის შემდეგ ვაჭერთ ღილაკს გადახდა, ვირჩევთ ტრანზაქციის ტიპს, თანხა მომენტალურად აისახება საიტის ანგარიშზე.

გადახდის შემდეგ ყველა პროგრამული ნახაზის ფაილი ხდება თქვენთვის ხელმისაწვდომი გადმოსაწერად.

 

თანხის დაბრუნების პოლიტიკა

  პროდუქტის ინტერნეტსივრციდან გადმოწერისას, თუ ვერ მოხერხდა მისი ჩამოტვირთვა ან მოხდა მისი არაჯეროვნად გადმოტვირთვა, ასეთ შემთხვევაში მყიდველმა უნდა მიმართოს საიტის ადმინისტრაციას 48 საათის განმავლობაში, კერძოდ, მან უნდა  შეავსოს სპეციალური ველი, დააფიქსიროს პრეტენზია და აღწეროს სიტუაცია.

  საიტის ადმინისტრაცია, მოახდენს სიტუაციის ანალიზს, შესაძლებლობის შემთხვევაში გამოასწორებს ხარვეზს, ან გაუგზავნის ახალ ფაილს კეთილსინდისიერ მყიდველს, რის შემდეგაც გაგრძელდება თანამშრომლობა.

  მყიდველმა დაბრუნების მოთხოვნა უნდა დააფიქსიროს 14 (თოთხმეტი) დღის, ზუსტად კი  336 საათის განმავლობაში ყიდვიდან. ასევე მოთხოვნის წარდგენისას, ფიქსირდება საათი. აგრეთვე მყიდველმა უნდა აღწეროს ის მიზეზი, თუ რატომ ითხოვს დაბრუნებას.

  თანხის დაბრუნებისას, მყიდველს უბრუნდება გადახდილი თანხის 70%, დანარჩენი 30% არის პროცედურის საკომისიო.

  ლიცენზიის დაბრუნებისას ივსება სპეციალური ველი, სადაც უნდა მიეთითოს კომპანიის სახელი, საიდენფიკაციო კოდი, ქვეყანა, ქალაქი, მისამართი, საფოსტო ინდექსი, მაილი, ტელეფონი  ბანკის დასახელება და ანგარიში.

  თანხის დაბრუნებისას, მყიდველს ეგზავნება საგადახდო დავალება, სადაც მითითებულია გამგზავნი და მიმღები. ამის შემდეგ, საიტის ადმინისტრაცია თავისუფლდება მყიდველის წინაშე ყველა სახის ვალდებულებისგან.

 

 



პატენტის შეძენისას მომხმარებელი ვალდებულია დაეთანხმოს საიტის წესებს და ხელშეკრულებას 

გამოწერა სტუმრის წიგნი

 

© 2023 ყველა უფლება დაცულია

Write Close