პატენტების 5 წლიანი ლიცენზიები ნახაზების პროგრამულ ფაილებთან ერთად
შთამაგონებელი ძალა PATENTMARKET BIZ სახელი მეტყველებს შინაარსზე
ავტორიზაცია



კომპანია patentmarket.biz რაც ასევე საიტის დასახელებაცაა დაფუძნდა 2023 წელს საქართველოში (ამონაწერი რეესტრიდან ), გამომგონებელი და დიზაინერი დავით დონაძის მიერ. 7 წლის განმავლობაში მის მიერ, სხვადასხვა სახელოსნოში დამუშავებული გამოგონებების, თუ დიზაინების დაგროვილი რაოდენობის მონეტიზაციის აუცილებლობამ, მიიყვანა ის გამოგონებებზე გაცემული პატენტების განთავსების ონლაინ პლატფორმის შექმნის საჭიროებამდე, სადაც განათავსა კიდეც ისინი. შედეგად მივიღეთ პატენტის მაძიებელ მეწარმეთა და პატენტის მფლობელთა დამაკავშირებელი ინტერნეტპლატფორმა  დიზაინის ან გამოგონების წარმოების უფლების, გაცემა მიღების მარტივი და იაფი პროგრამით საიტზე patentmarket.biz

პლატფორმა  უმარტივებს და უიაფებს უკვე მოქმედ, ან დამწყებ  მწარმოებლებს, ახალი დიზაინების, არა მხოლოდ წარმოების ოფიციალური და ლეგალური მოპოვების  უფლებას, პატენტის არაგენერალური, ლიცენზიის  შესყიდვის სახით. ლიცენზიის შეძენით თქვენ იღებთ უფლებას მის წარმოება რეალიზაციაზე.

ჩვენ გვინდა და ვცდილობთ რომ დიზაინი გახდეს ღია და ხელმისაწვდომი მათთვისაც ვისთვისაც ეს ადრე მიუღწეველი იყო, რათა მიღწეულ იყოს კონკურენცია და პროდუქტის მრავალფეროვნება ბაზარზე, ასევე არც თუ ისე მცირე ბაზრის ნაწილზე აღმოიფხვრას ოლიგოპოლია, რაც დიდი ფირმების ერთმანეთთან მოლაპარაკების შედეგად განსაზღვრავს პროდუქტის ფასს.

ჩვენ ძალიან გვაინტერესებს ღია დიზაინი ზოგადად, ეს არის ის, რაც ინტერნეტს შეუძლია უზრუნველყოს განავითაროს და არა შეაფერხოს.

იმის გათვალისწინებით,  რომ პლატფორმა მცირე ბიზნესმენებისთვის, ან სულაც სტარტაპერებისთვისაა განკუთვნილი, ამაში გვინდა დაბალი ფასებითაც შეგიწყოთ ხელი, რაც ამცირებს თქვენი, როგორც სტარტაპერის ინვესტიციის ოდენობას.

საიტზე განთავსებული ყველა პატენტის მოდელის პროტოტიპი უკვე დამზადებულია, რაც იძლევა გარანტიას იმისა, რომ  პატენტში  წარმოდგენილი მექანიზმი  რეალურად  მუშაობს, არ საჭიროებს დამუშავებას.

Social Corporate Responsibility (SCR)-სოციალურ კორპორატიული პასუხისმგებლობის ნაწილშიც ჩვენი კომპანია ითვალისწინებს თავის როლს და ყველანაირ ზომას მიმართავს, რათა არ გამოიწვიოს ჰაერის და წყლის დაბინძურება, არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს, ნახაზები მხოლოდ ციფრული ვერსიითაა მოწოდებული, რაც ზოგავს ქაღალდის გამოყენებას.

გამოწერა სტუმრის წიგნი

 

© 2023 ყველა უფლება დაცულია

Write Close