პატენტების 5 წლიანი ლიცენზიები ნახაზების პროგრამულ ფაილებთან ერთად
შთამაგონებელი ძალა PATENTMARKET BIZ სახელი მეტყველებს შინაარსზე
ავტორიზაცია



ადამიანი ყოველთვის ისწრაფვის სიახლისკენ-უკეთესისკენ. მისი ჩვევები, იცვლება, იზრდება, ან მცირდება არსებული შეთავაზებული პროდუქტის მიხედვით და არა პირიქით.  მომხმარებლები ყიდულობენ პროდუქტს, რადგან სურთ დააკმაყოფილონ თავიანთი მოთხოვნილებები, ან გადაწყვიტონ თავიანთი პრობლემები. ამრიგად, წარმატებული ბიზნეს იდეის პირველი მახასიათებელია ის, რომ მასში ნათლად არის აღწერილი, თუ რა საჭიროებას აკმაყოფილებს და რა ფორმით (პროდუქტი ან მომსახურება). ბიზნეს იდეა უნდა გვთავაზობდეს პრობლემის მოგვარებას, რომელიც მნიშვნელოვანია პოტენციური მომხმარებლისთვის. ყოველივე ეს ემსახურება დიფერენცირების მთავარ საშუალებას ბიზნეს იდეას, საბაზრო წარმატების უზრუნველსაყოფად. მომხმარებელზე ორიენტირება გამოხატავს ფირმის სურვილს,  უზრუნველყოს საკუთარი თავი მაღალი მოგების მიღწევისა და შენარჩუნების ყველაზე საიმედო მეთოდით. ადამიანის სწრაფვა ახლისკენ, უკეთესისკენ, იძლევა იმის გარანტიას ინვესტორებისათვის, რომ ახალი პროდუქტი კარგად გაიყიდება ბაზარზე, თუ ერთმანეთთან შესაბამისობაშია საჭიროება, ხარისხი და ფასი. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მცირე ფირმები განსაკუთრებით აქტიურობენ საქონლის წარმოებაში. ისინი გადიან ბაზრის ფორმირების ყველა ეტაპს და გამოდიან მისგან. შესაძლო წარუმატებლობის შედეგები მათთვის გაცილებით მსუბუქია, ვიდრე დიდი ფირმისთვის. კონკურენციას ქმნის ინოვაციების სტიმული. სწორედ ინოვაციების საფუძველზე ხდება პროდუქციის (მომსახურების) ხარისხისა და სასარგებლო ეფექტის  გაუმჯობესება და ამით ამ პროდუქტის კონკურენტული უპირატესობის მიღწევა. ამრიგად, პროდუქტის კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა მოითხოვს ინოვაციურ, სამეწარმეო მიდგომას, რომლის არსია ინოვაციების ძიება და განხორციელება, ან მოძველებული ტექნოლოგიების ინოვაციით ჩანაცვლება. ფორდი, კარნეგი, ჯოპსი, ცუკენბერგი, გეიტსი, მასკი ბეზოსი,  ამ ხალხის სახელების ხსენებაზე უნებლიედ გახსენდება ის ინოვაციური მეთოდი წარმოებაში, ან საერთოდ ინოვაციაზე დაფუძნება ბიზნესის. ჩინეთი არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება გაზარდო ქვეყნის მშპ სამომხმარებლო პროდუქტების წარმოება -რეალიზაციის გზით. მსოფლიო სამომხმარებლო პროდუქციის უმეტეს ნაწილს სწორედ ჩინეთი აწარმოებს. ქვეყანა რომელიც დღემდე სხვის ინოვაციებს იყენებს და ახლა უკვე თავადაც სურს მიიღოს მონაწილეობა ინოვაციების შექმნის პროცესში.


იმის გათვალისწინებით, რომ ნელ-ნელა იზრდება მსოფლიოში იმ ქვეყნების რიცხვი, სადაც ხდება ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კანონის გამკაცრება, სულ უფრო მეტი კომპანია ჩნდება, რომელიც უზრუნველყოფს საშუამავლო  მომსახურებას პატენტის   მფლობელებისთვის, რომელთაც სურთ ინტელექტუალური საკუთრების მონეტიზაცია. ინტელექტუალური საკუთრება ანუ პატენტი პატენტწარმოების პროცედურების მიხედვით ახდენს პროდუქციის განვითარების გარანტიას. ის უბრალოდ არ გაიცემა თუ არ აქვს სიახლე, არ სჯობია წინამორბედს, სადაც არ არის განხორციელებული ყველა ის მოთხოვნა და პრეტენზია, რაც აქვს მყიდველს. თუ არ აქვს სიახლე არ სჯობია წინამორბედს პატენტი უბრალოდ არ გაიცემა. ასე, რომ როცა პატენტს ყიდულობ ღებულობ ახალი,  ყველასგან განსხვავებული პროდუქციის წარმოების საშუალებას, რაც გაცილებით აიოლებს  კონკურენტებთან კონკურენციას. ერთი შეხედვით იზრდება სარეკლამო ხარჯი, მაგრამ ის არც ისე დიდია სოციალური ქსელის არსებობის პირობებში, ნოვატორული, ხარისხიანი პროდუქტის პოპულარიზაცია გაცილებით ნაკლებ სარეკლამო ხარჯს საჭიროებს. პატენტების მონეტიზაცია ახალი საქმე ნამდვილად არ არის. მრავალი ცნობილი ბრენდი, როგორიცაა Kodak, Research In Motion, Motorola, Nokia და კიდევ Apple, რეგულარულად აკეთებენ მონეტიზაციას პატენტის პორტფელის გაყიდვით, პატენტისთვის სალიცენზიო ხელშეკრულებების გაყიდვით და სასამართლოს დარღვევის საჩივრებში მოგებით, თავისნაირ დიდ ფირმებთან. ჩვენი პლატფორმა გათვლილია პირველ რიგში სტარტაპერებისთვის.

უკან
გამოწერა სტუმრის წიგნი

 

© 2023 ყველა უფლება დაცულია

Write Close